მთავარი » 2012 თებერვალი 15 » 3 ყველაზე საინტერესო და საშიში ლეგენდა
1:50 PM 3 ყველაზე საინტერესო და საშიში ლეგენდა | |
ეს ლეგენდა დღესაც აშინებს ვუდსბოროს მცხოვრებლებს, რადგან ლეგენდა ბევრ წიგნსა თუ არქივში დაზუსტებით წერია, ლეგენდის მიხედვით კი დამნაშავე ვერავინ დაიჭირა..
ლეგენდის ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ამ სტატიაში ნახავთ ერთ ყველაზე დაზუსტებულ ამბავს რომელიც თავს ახალგაზრდა გოგონას ლიზა მეიერს გადახდა. დასასვენებლად წასულმა მშობლებმა თავიანთი ერთადერთი ქალიშვილი რომელსაც ლიზა ერქვა დატოვეს სახლში მარტო. გოგონას სახლში დაუტოვეს ფული და ძაღლი, გოგონა ერთი კვირა მარტო უნდა ყოფილიყო და მის ერთ მეგობარს სთხოვა სახლში დარჩენა, მისი მეგობარი ლიზასთან ორი დღე დარჩა, შემდეგი დღეები კი ლიზა მარტო დარღა სახლში, რადგან მის მეგობრებს საქმეები გამოუჩნდათ. ერთ ბნელ ღამეს მარტო დარჩენილ ლიზას უცნაური ხმები შემოესმა, მაგრამ შიშიგან გაჩერებული არ განძრეულა. რამდენიმე წუთის შემდეგ მან რადიო ჩართო, რადიოში კი შემაძრწუნებელმა განცხადებამ გაიჟღერა. ჟურნალისტი ლაპარაკობდა: - ციხიდან გამოიქცა ერთ-ერთი გიჟი დამნაშავე, რომელიც წინა წელს იქნა დაჭერილი, ვუდსბოროს მცხოვრებლებს, ვთხოვ დაკეტონ კარებები და ფანჯრები, ნუ გახვალთ სახლიდან შორს და ერიდეთ ტყეებში და პარკებში სეირნობას ღამე..! ლისამ კარებები და ფანჯრები ჩაკეტა და ლოგინში დაწვა, შემდეგ დღეს მშობლები ბრუნდებოდნენ და ლისას არაფრის არ ეშინოდა. ლიზამ სახლში ჩააბნელა, ხელი საწოლიდან გადაყო ხელი ძაღლმა აულოკა, ლიზა დარწმუნდა , რომ ძაღლი მას იცავდა. შუა ღამეს ლიზა წყლის წვეთების ხმამ გააღვიძა, ადგა და ნახა, რომ სამზარეულოში ონკანი დაკეტილი იყო, იფიქრა, რომ ონკანის სიძველის გამო ის გაფუჭდებოდა და გასაკეთებელი იყო. ღამე ისევ აალოკინა ძაღლს ხელი და ნაგაზთან ერთად არაფრის ეშინოდა. წვეთების ხმამ ისევ გამოაღვიძა, მაგრამ ონკანი ისევ დაკეტილი დახვდა. გოგონა ფიქრობდა, რომ ონკანი გაფუჭებული იყო და არაფრის ეშინოდა. გოგონას ტკბილად ჩაეძინა. დილას გაღვიძებული ლიზა სააბაზანოში შევიდა, აბაზანის ფარდა გადაწია, და არ გაინტერესებს რა ნახა შიგნით? აბაზანაში მისი გატყავებული ნაგაზი ეკიდა და ის წვეთები კი რომლებიც ღამე ლიზას აღვიძებდნენ ძაღლის სისხლის წვეთები იყო, გოგონა შოკირებული დარჩა, ის უკან გამობრუნდა და დაინახა წარწერა სარკეზე: ადამიანებსაც შეუძლიათ ხელის ალოკვა..! ლეგენდის თანახმად სახლში დაბრუნებულმა მშობლებმა გოგონა და ძაღლი ერთნაირად გატყავებული იპოვეს. მკვლელის ვინაობა უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ის შეშლილი დამნაშავე იყო, რომელსაც ადრეც ბევრი ბინძური საქმე ჰქონდა განაკეთები. მეორე ლეგენდა კი მოგვითხრობს ავსტრალიაში მომხდარ ამბავზე, რომელიც თავს ახალგაზრდა ძიძას გადახდა. წვეულებაზე წასულმა მშობლებმა ბავშვი ძიძასთან დატოვეს, ახალგაზრდა ძიძამ ბავშვი დააძინა თვითონ კი ტელევიოზირს საყურებლად ქვემოთა სართულზე ჩამოვიდა. უცებ ტელეფონმა დარეკა, ტელეფონში კი ბოხი ხმა გაისმა : რატომ არ აქცევ ბავშვს ყურადღებას..?, ძიძამ იმწამსვე გათიშა ტელეფონი და იფიქრა, რომ ეს უბრალო სულელური ხუმრობა იყო, ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი ტელეფონზე, ძიძამ ტელეფონი აიღო, ტელეფონში კი ისტერიული სიცილის ხმა გაისმა. ძიძამ ტელეფონი დააგდო, უცებ ზემოთა სართულიდან ძლიერი ნაბიჯების ხმა შემოესმა. ძიძა ძალიან მშიშარა იყო და იმწამსვე პოლიციაში დარეკა, პოლიციამ სახლში ვერავინ ვერ იპოვა, პოლიციამ ძიძას სთხოვა, რომ დალოდებოდა შემდეგ ზარს, და დიდხანს ელაპარაკა, ამ გზით ისინი დაადგენდნენ მოლაპარაკის მდებარეობას, და აი ისევ გაისმა ზარი, კაცი ამ ჯერზე შემდეგ სიტყვებს ამბობდა : რატომ არ აკონტროლებ ბავშვებს? იქნე ზემოთ ვარ?. პოლიციამ მეორე სართული ისევ გადაამოწმა, და წავიდა. პოლიციის წასვლის შემდეგ ძიძამ ძლიერი ნაბიჯების ხმა გაიგო, მეორე სართულზე ავარდა, იქ მხოლოდ ბავშვი ეგდო, რომელიც აღარ იყო ცოცხალი, დანაწევრებული ბავშვი კუთხეში ეგდო, ხოლო იატაკზე კი სისხლიანი ნაჯახი. ძიძა გადარჩა, მაგრამ მას მკვლელი არ უნახია. ლეგენდის მიხედვით მკვლელი სახლში მარტო დარცენილ გოგონებზე ნადირობს. მესამე ლეგენდა კი მოგვითხრობს შეყვარებულ წყვილზე. წვეულებიდან დაბრუნებული გოგო და ბიჭი მანქანით ბრუნდებოდნენ სახლში, უცებ მანქანა გააჩერეს და უკანა შეაჩერეს და ლაპარაკი დაიწყეს თავიანთ ურთიერთობაზე, თან რადიოში მხიარულ მუსიკას უსმენდნენ, ცოტა ხანში მუსიკა ჟურნალისტის ხმამ შეცვალა, ჟურნალისტი მათ ახსენებდა საგიჟეთიდან გამოქცეულ პაციენტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიქცა საგიჟეთიდან. გოგონამ და ბიჭმა განაგრძეს გზა. შუა გზაში მანქანა გაფუჭდა, რადგან გზაზე უცნაურად იდო ,,ლურსმნების ხალიჩა'' რომელიც აზიანებს მანქანის ბორბალს. ბიჭმა ახლოს მდებარე სახლი დაინახა და შიგ შესვლა გადაწყვიტა დახმარებლის სათხოვნელად. გოგონა ბიჭს მანქანაში ელოდებოდა, ბიჭი კი დიდი ხანი არ გამოჩნდა, როცა უკვე დიდი დრო გავიდა გოგონა ბიჭის მოსაძებნად იმ სახლში შევიდა, რომელიც არც თუ ისე შორს იყო, სახლი მარტო განცაალკევებულად იდგა და უცნაური ვიზუალი ჰქონდა. შიგნით შესულმა გოგონამ დაინახა მისი შეყვარებული, რომელიც კაუჭზე წამონცმული ეკიდა ჭერზე, მის ქვეშ პიანინო იდგა, თუ ბიჭი ფეხს ჩამოდგამდა პიანინოს ხმა გააღვიძებდა მკვლელს. მკვლელი კი გვერდით იწვა და ეძინა, ლეგენდის მიხედვით გოგონამ ბიჭის განთავისუფლება სცადა, იმის მიუხედავად, რომ ბიჭი უკვე მკვდარი იყო, მკვლელს მისი სხეული დასახიჩრებული ჰქონდა, მალე ,,კაუჭას'' გაეღვიძა, გოგონა მთლიანად გამოღადრა და მოკლული ხეზე ჩამოკიდა. ლეგენდის მიხედვით მკვლელი დაიჭირეს და ციხეში ამოხდა სული, მკვლელი სახელან ჯონი იყო და კაუჭიან კაცს ეძახდნენ, მას მარცხენა ხელი არ ჰქონდა. და 30 კაცამდე ჰყავდა ნაწამები და მოკლული. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
სექციის კატეგორიები
შაირები [1] |
ლექსები [3] |
რელიგია [2] |
სურათები [1] |
გასართობი [4] |
სტატუსები [4] |
ანეგდოტები [27] |
გამოგონებები [0] |
ეს საინტერესოა [14] |
იცი თუ არა რომ? [9] |
საინტერესო ამბები [5] |
ინტონაციური პოეზია [6] |
ჩანაწერების არქივი
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0