მთავარი »
2012 » აპრილი » 3 » ავსტრიაში სექსის სკოლა გახსნეს
1:25 PM ავსტრიაში სექსის სკოლა გახსნეს |
ავსტრიაში, ქალაქ ვენაში სექსის სკოლა გაიხსნა. ამ უჩვეულო სასწავლო დაწესებულებაში მოხვედრა ყველას შეუძლია, ვისაც 16 წელი შეუსრულდა.
სკოლა შვედმა ბიზნეს-ლედიმ, ილვა-მარია ტომპსონმა გახსნა. მისი თქმით, ეს პირველი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც მსურველებს სექსს პრაქტიკაში შეასწავლის. ” სწავლების მთავარი მიზანია არა თეორია, არამედ პრაქტიკა. ჩვენ ადამიანი საუკეთესო საყვარლად უნდა ჩამოვაყალიბოთ. შევასწავლით სექსის პოზებს, ალერსის ტექნიკასა და ანატომიას”, – აცხადებს ტომპსონი.
სტუდენტები სკოლის საერთო საცხოვრებელში ერთად ცხოვრობენ და "საშინაო დავალებებსაც” ერთად ასრულებენ. ხორციელი სიყვარულის ხელოვნების შესწავლის მსურველები სემესტრში 2 200 დოლარს იხდიან. სკოლის დამთავრების შემდეგ კი მათ დიპლომებს გადასცემენ.
ბიზნეს-ლედი და მისი თანაგუნდელები დარწმუნებულნი არიან, რომ პროექტს დიდი წარმატება ელის. ავტრიაში კი მისმა დაარსებამ საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. თამამი სარეკლამო რგოლი, რომელზეც მოსიყვარულე წყვილი იყო გამოსახული, ადგილობრივმა ტელევიზიებმა ეთერში არ გაუშვეს.
|
კატეგორია: საინტერესო ამბები |
ნანახია: 1269 |
დაამატა: kanku
| რეიტინგი: 5.0/1 |