მთავარი » 2012 მარტი 31 » ბერძნების რელიგია
4:46 PM ბერძნების რელიგია | |
ძვ.წ. 600 წლიდან მოყოლებული საბერძნეთი პატარ-პატარა დამოუკიდებელი და ერთმანეთში მოქიშპე ქალაქ-სახელმწიფოებისგან (ათენი, სპარტა…) შედგებოდა. მიუხედავად მრავალი სადავო საგნისა , ბევრ ქალაქს საერთო სარწმუნოება ჰქონდა. ეს ჯადოსნური მონათხრობების , მითების ერთიანობაა , რომელიც სამყაროს და ადამიანის შექმნას გვიხსნის და ღმერთების და ქალღმერთების თავგადასავალს გვიყვება.
მითები და ტექსტები თავდაპირველად მითები არ იწერებოდა . აედები , ანუ მთხრობელები, ამ ამბებს ზეპირად სწავლობდნენ და კითარას (საკრავი) თანხლებით საზოგადოების წინაშე მღეროდნენ. პოეტი ჰომეროსი სავარაუდოთ პირველია , ვინც ძვ.წ. IX-VIII საუკუნეებში ჩაიწერა ძველი ლეგენდები. მას მიაკუთვნებდნენ ორ ცნობილ ტექსტს "ილიადასა” და "ოდისეას” , რომლებშიც ბერძენთა რწმენა-წარმოდგენებზეა მოთხრობილი . "ილიადა” მოგვითხრობს ომის შესახებ , რომელშიც ერთმანეთს ბერძნები და ქალაქი ტროა (ვარაუდობენ , რომ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა) დაუპირისპირდნენ. ამ ომის დროს მხარეების გადაწყვეტილებით ზოგიერთმა ღმერთმა ბერძნების მხარე დაიჭირა , ზოგიერთმა კი – ტროელებისა . მათი აზრით ისინი ერთმანეთს ადამიანების საშუალებით ებრძოდნენ , ხოლო ამ უკანასკნელთა ბედ-იღბალი მათ ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. "ოდისეა” მოგვითხრობს ბერძენი გმირის , ოდისევსის (ულისეს) დაბრუნებას სამშობლოში ტროასთან გამართული ომის შემდეგ. ზოგიერთი ღმერთისაგან დევნილი და ქალღმერთ ადენასაგან დაცული , იგი ათ წელს ანდომებს შინ დაბრუნებას , გზად კი უამრავი თავგადასავლი გადახდება , რომელთა დროსაც გადაეყრება ციკლოპ პოლიფემს , ჯადოქარ კირკეს , სირინოზებს , ნიმფა კალიფსოსა და ლამაზ ნავსიკაას. სამყაროს შექმნა სამყაროს დაბადებას ბერძნები ღმერთების მოქმედებით ხსნიდნენ. თავდაპირველად ქაოსმა შვა გეა – დედამიწა , რომელმაც თავის მხრივ შექმნა მთები და ცა , ანუ ურანოსი . შემდეგ გეა და ურანოსი შეერთდნენ და წარმოშვეს გოლიათები – ტიტანები , სამყაროს პირველი ბატონ-პატრონები. ერთ-ერთმა მათგანმა , კრონოსმა , თავისი ყველა შვილი შეჭამა , გარდა უკანასკნელისა ზევსისა , რომელიც დედამისმა გადაარჩინა . ზევსი რომ სულ გაიზარდა , მამას აუჯანყდა და აიძულა თავისი დები და ძმები მუცლიდან გამოეშვა შემდეგ ყველანი გაერთიანდნენ და ტიტანები დაამარცხეს. მათ გაიმარჯვეს და ზევსი ღმერთების მეფედ იქცა. სხვა მითის მიხედვით , ერთ-ერთმა ტიტანმა , პრომეთემ შექმნა ადამიანი , თიხისა და წყლისაგან. ოლიმპის ღმერთები საბერძნეთის ყველაზე მაღალ მთაზე , ოლიმპზე , თორმეტი ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი ბინდარობა.ცათა მბრძანებლის, ზევსის ნებართვით ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. ზევსთან ერთად ცხოვრობდნენ მისივე ცოლი და ქორწინების ქალღმერთი ჰერა და მართი უამრავი შვილი : ათენა – სიბრძნის ,ხელოვნებისა და მეცნიერების ქალღმერთი , აპოლონი – მზის ღვთაება , აფროდიტე – სიყვარულის ქალღმერთი , არესი – ომის ღვთაება , არტემისი (არტემიდა) – ნადირობის ქალღმერთი და ჰერმესი – ღმერთების მაცნე. ოლიმპის სხვა ღმერთები ზევსის დები და ძმები იყვნენ , მაგალითად , ჰეფესტო – ცეცხლის და მჭდელობის ღვთაება , პოსეიდონი – ოკეანის ღვთაება , რომელიც ზღვის ფსკერზე ბინადრობდა , და ჰადესი – მიწის ქვეშ მცხოვრები ჯოჯოხეთისა და სიკვდილის ღმერთი. ბერძნები მიიჩნევდნენ , რომ ღმერთებს ადამიანის გარეგნობა ჰქონდათ. ისინი თაყვანს სცემდნენ მათ ქანდაკებებს. ფიქრობდნენ , რომ ღმერთებს ადამიანებივით ახასიათებდა ვნებები და დადებითი თუ უარყოფითი თვისებები. ღმერთები ხშირად კამათობდნენ ერთმანეთში , მაგრამ , ამავე დროს, დიდ ნადიმებსაც მართავდნენ , რომელთა დროსაც ამბროზიასა და ნექტარს მიირთმევდნენ და ამით უკვდავნი ხდებოდნენ. მართლაც , ადამიანებისაგან განსხვავებით , ღმერთები უკვდავნი და ყოვლისშემძლენი იყვნენ. ისინი მუდმივად ერეოდნენ ადამიანთა ცხოვრებაში . გმირები გმირები ხშირად რომელიმე ღმერთისა და ადამიანის შვილები იყვნენ და ღმერთების ხელშეწყობით მრავალ არაჩვეულებრივ საქციელს სჩადიოდნენ . ყველაზე ცნობილი იყო ჰერაკლე, ზევსისა და მოკვდავი ქალის შვილი , რომელსაც არაადამიანური ძალა ჰქონდა და თორმეტი სრულიად დაუჯერებული გმირობა ჩაიდინა : დაახრჩო ლომი, რომელიც მცირე აზიაში ნემეის რეგიონს აწიოკებდა , დაასუფთავა ავგიას უზარმაზარი საჯინიბოები და ჯაჭვით დააბა კერბერი – ჯოჯოხეთის მცველი ურჩხული , სამთვადიანი ქოფაკი. დიდი ტაძრები თავდაპირველად ბერძნები პატარ–პატარა ტაძრებს აშენებდნენ იმ ადგილებში , რომლებსაც ისინი წმინდად მიიჩნევდნენ . ეს შეიძლებოდა ყოფილიყო რომელიმე წყარო , რომელშც ქალღმერთს ებანავა , ან ტყე რომელშიც რომელიმე ღმერთს დაესვენა. დროთა განმავლობაში მორწმუნეთა შეწირულობების წყალობით შენობები გაიზარდა , უფრო დიდი ტაძრები აიგო შორიახლოს და აქა–იქ , ეპიდავრის მსგავსად , თეატრები აშენდა , სადაც ღმერთების პატივსაცემად წარმოდგენები იმართებოდა. მართლაც , თეატრალური წარმოდგენები – ტრაგედიები და კომედიები – ბერძნების გამოგონებაა. ამას მდიდარი მოქალაქეები აფინანსებდნენ. დღესასწაულები ტაძრებში დათქმულ დღეებში იმართებოდა და იქ ბერძნები სხავდასხვა ქალაქებიდან იყრიდნენ თავს. ოლიმპირი თამაშები ძვ.წ.776 წლიდან მოყოლებული ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ზევსისა და მისი მეუღლის , ჰერას პატივსაცემად ოლიმპიაში შვიდდღიანი სპორფული შეჯიბრებები იმართებოდა . შეჯიბრი მუსიკასა და ლიტერატურაშიც ტარდება . ქალებს არც თამაშები მონაწილეობის უფლება ქჰონდათ და არც მათზე დასწრებისა. თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე ცხადდება ოლიმპიური ზავი , რომლის დროსაც ქალაქ–სახელმწიფოებს შორის მშვიდობა მეფდებოდა . ათლეტებს ოლიმპიაში ჩასვლა უსაფრთხოდ შეეძლოთ. სტადიონი აუარებელ მაყურებელს იტევდა , დაახლოებით 20 000 ადამიანს. ზრდასრულთათათვის შეჯიბრებები ათ სახეობაში იმართებოდა (სირბილში , ჭიდაობაში , მუშტი–კრივში , ხუთჭიდიში , ეტლებით რბოლაში …) ბავშვებისათვის კი სამში : სირბილში , ჭიდაობასა და მუშტი კრივში. გამარჯვებულები ზეთისხილის რტოს გვირგვინით ჯილდოვდებოდნენ და თავიანთ ქალაქებში დაბრუნებისას დიდი პატივით სარგებლობდნენ. იმედია ცოტათი მაინც შევძელი და გაგიღრმავეთ ცოდნა. პოსტი შექმნაში მოვიშველიე წიგნი "მსოფლიოს რელიგიები” და "მითოლოგია” | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
სექციის კატეგორიები
შაირები [1] |
ლექსები [3] |
რელიგია [2] |
სურათები [1] |
გასართობი [4] |
სტატუსები [4] |
ანეგდოტები [27] |
გამოგონებები [0] |
ეს საინტერესოა [14] |
იცი თუ არა რომ? [9] |
საინტერესო ამბები [5] |
ინტონაციური პოეზია [6] |
ჩანაწერების არქივი
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0