მთავარი » 2012 » სექტემბერი » 23 » გამოთქმები
5:29 PM
გამოთქმები
ბრძნული გამოთქმები



გამოთქმები, ანდაზები, აზრები , გამონათვამები რომელიც ძალიან საინტერესოა და ცნობილ ადამიანებს ეკუთვნის და რომელიც ყველამ უნდა იცოდეს...


"იჩქარე ნელა” – ოქტავიან ავგუსტუსი, რომის პირვლეი იმპერატორი
მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "როგორ ფიქრობთ კარგად ვითამაშე თუ არა ჩემი ცხოვრების კომედია?".


"ვცდილობ თუ არა ღმერთის პოვნას? ის ჩემზე ჭკვიანია, თვითონ სცადოს ჩემი პოვნა” – აიზეკ აზიმოვი


"ბოქსი – როცა უამრავი თეთრკანიანი უყურებს როგორ ურტყამს ერთმანეთს ორი შავკანიანი” – მუჰამედ ალი

"მე დავინახე როგორ ეჩხუბებოდა ჯორჯ ფორმენი ჩრდილს და ჩრდილმა მოიგო” – მუჰამედ ალი

"ამ რესტორანში არავინ აღარ დადის, იმიტომ რომ ის სულ სავსეა” – იოგი ბერა (ამერიკელი ბეისბოლისტი)

"მარტოხელა ცხოვრობს როგორც მეფე და კვდება როგორც ძაღლი, დაქორწინებული ცხოვრობს როგორც ძაღლი, სამაგიეროდ კვდება როგორც მეფე” – ჟან ანუი

"არ ჰყავს მეგობრები იმას, ვისაც ისინი ბევრი ჰყავს” – არისტოტელე

"დრო ბრწყინვალე მასწავლებელია, მაგრამ სამწუხაროდ ის კლავს თავის მოსწავლეებს” – ჰექტორ ბერლიოზი

"ერთადერთი სხვაობა რელიგიას და სექტას შორის არის უძრავი ქონება, რომელიც მათ გააჩნიათ” – ფრენკ ზაპა

"ორი ელემენტი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება სამყაროში – წყალბადი და სისულელე” – ფრენკ ზაპა


"როკ–ჟურნალისტია – როდესაც ტიპები, რომლებმაც არ იციან წერა, ინტერვიუს ართმევენ ტიპებს, რომლებმაც არ იციან ლაპარაკი, ტიპებისთვის რომლებმაც არ იციან კითხვა” – ფრენკ ზაპა

"ყოველთვის მიკვირდა როდესაც ქალებს უშვებდნენ ეკლესიაში. რაზე უნდა ესაუბრონ მათ ღმერთს?” – შარლ ბოდლერი

"ღმერთი არის, მაგრამ მე მისი არ მწამს” – ოსიპ ბრიკი
როდესაც ვოლტერს სიკვდილის წინ შესთავაზეს, ეშმაკზე უარის თქმა, მან უპასუხა: "ახლა არ არის ახალი მტრების გაჩენის დრო".

"ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ” – რენე დეკარტი

"მე ვაზროვნებ, ესე იგი დეკარტი არსებობს” – სოლ სტეინბერგი

მაჰათმა განდის ჰკითხეს:
–რას ფიქრობთ დასავლურ ცივლიზაციაზე?
–ვფიქრობ ეგ კარგი იდეა იქნებოდა.

სალვადორ დალი
"გიჟს და ჩემს შორის მხოლოდ ერთი სხვაობაა: გიჟს ჰგონია რომ ნორმალურია, მე კიდევ ვიცი რომ არ ვარ” – სალვადორ დალი

"მე სიღარიბეში ვცხოვრობდი, ხოლო მოვკვდები მდიდარი. ისე პირიქით უკეთესი იქნებოდა” – ბენჟამინ დიზრაელი

"თუ გსურთ ადამიანის გული მოიგოთ, მიეცით მას საშუალება გაჯობოთ კამათში” – ბენჟამინ დიზრაელი


"მე ებრაული ტრადიციებით გამზარდეს, რომელიც კრძალავდა არაებრაელ ქალზე დაქორწინებას, შაბათს საღამოს გაპარსვას და განსაკუთრებით შაბათ საღამოს არაებრაელი ქალის გაპარსვას” – ვუდი ალენი

"ჩემს ცოლს არ სურს გაზრდა – მე აბაზანას ვიღებ, ის კიდე ჩემს გემებს ძირავს” – ვუდი ალენი

"თქვენთვის მე ათეისტი ვარ, ღმერთისთვის კი ლოიალური ოპოზიცია” – ვუდი ალენი

"მამაჩემი ცოტა გაბუდული რომ ყოფილიყო, 3 წლით უფროსი ვიქნებოდი” – მარსელ აშარი

"აი ჯენტლმენი – ის არ დაარტყამს ქალს, ქუდის მოხდის გარეშე” – მარსელ აშარი


ოლიმპოს მთიდან დაბრუნების შემდეგ დიოგენეს ჰკითხეს, ბევრი ხალხი იყო თუ არა იქ. დიოგენემ უპასუხა: "ხალხი კი, ადამიანი ცოტა".

"თავი ვერ შეიკავა, გააღო მიმზიდველი პირი და უმალ გააფუჭა მშვენიერი ტანი და ძვირფასი საცურაო კოსტუმი” – მიხაილ ჟვანეცკი

"ის ბებერი იდიოტია, თუმცა აქ ასაკი არაფერ შუაშია” – მიხაილ ჟვანეცკი

"არასდროს განსაჯოთ ადამიანზე მათი მეგობრების მიხედვით, იუდას მშვენიერი მეგობრები ყავდა” – პოლ ვალერი

"რა მაქვს საერთო ებრაელებთან? მე საკუთარ თავთანაც თითქმის არაფერი მაქვს საერთო” – ფრანც კაფკა

"ქვეყანაში რომელსაც კარგად მართავენ რცხვენიათ სიღარიბის, ქვეყანაში რომელსაც მართავენ ცუდად – სიმდიდრის” – კონფუცი

"ცხოვრება მავნებელია. მისგან კვდებიან” – სტანისლავ ლეცი

"სასჯელმა არ უნდა გამოიწვიოს იმაზე მეტი შეშფოთება, ვიდრე დანაშაულმა” – კარლ მარქსი

"ყველა შილინგს სხვის ჯიბეში ის პირად შეურაცხყოფად იღებდა” – ო. ჰენრი

"თუ თქვენ მოიწყინეთ მაშინ, როდესაც მარტო ხართ, ესე იგი ცუდ საზოგადოებაში ხართ” – ჟან პოლ სარტრი

"არაფერი არ იცვლება ისე ხშირად, როგორც წარსული” – ჟან პოლ სარტრი


"საუკეთესო მსახიობები რა თქმა უნდა დისნეის ჰყავს, ცუდს ის უბრალოდ შლის” – ალფრედ ჰიჩკოკი

ალფრედ ჰიჩკოკი
"ინდივიდუალური სტილი არის საკუთარი თავის პლაგიატი” – ალფრედ ჰიჩკოკი

"ფილმის ხანგრძლივობა ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის შარდის ბუშტის გამძლეობას” – ალფრედ ჰიჩკოკი

"საუკეთესო მსახიობი – ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებით კარგად შეუძლია აკეთოს არაფერი ” – ალფრედ ჰიჩკოკი

"ილაპარაკო დაუფიქრებლად, იგივეა რაც, ისროლო დაუმიზნებლად” – მიგელ სერვანტესი

"იწყებ მოწევას, რათა დაამტკიცო რომ კაცი ხარ, დაახელობით 30 წლის შემდეგ იგივე მიზეზით ცდილობ თავი დაანებო მოწევას” – ჟორჟ სიმენონი

"ღმერთის ერთადერთი გასამართლებელი საბუთი ისაა, რომ ის არ არსებობს” – სტენდალი

"სიგარეტისთვის თავის დანებებაზე იოლი არაფერია, დამიჯერეთ, მე უკვე 30–ჯერ მაინც დავანებე” – მარკ ტვენი

"მე უარი ვთქვი მონაწილეობა მიმეღო მის დასაფლავებაში, მაგრამ გავაგზავნე წერილი, რომელშიც მივესალმე ამ ღონისძიებას” – მარკ ტვენი

"არაფერია იმაზე მეტად გამაღიზიანებელი ვიდრე კარგი მაგალითი” – მარკ ტვენი


"შესანიშნავი გზა გაიფუჭო ადამიანთან ურთიერთობა – უთხრა: "არა, თქვენ არასწორად ყვებით ამ ანეკდოტს” და შემდეგ მოყვე შენებურად” – მარკ ტვენი

"უმჯობესია ჩუმად იყო და ხალხს დებილი ეგონო, ვიდრე პირი გააღო და გააქარწყლო ყველა ეჭვი” – მარკ ტვენი

"ბედნიერი იყო ადამი! თუ შეეძლო რამის კარგად თქმა, დარწმუნებული შეიძლება ყოფილიყო, რომ მან ეს პირველმა თქვა” – მარკ ტვენი

"მარკ ტვენი ჩემი საყვარელი მწერალია, სამი მიზეზის გამო: ის კარგად წერდა, ის მე მართობდა და ის უკვე მკვდარია” – ერნესტ ჰემინგუეი

"ადამიანს სჭირდება 2 წელი რომ იწავლოს ლაპარაკი და 50 რომ ისწავლოს გაჩუმება” – ერნესტ ჰემინგუეი

"თუ არ შეგიძლიათ დაუმტკიცოთ – დააბნიეთ” – ჰარი ტრუმენი
"ცენზურა – რეკლამა სახელმწიფოს ხარჯზე” – ფედერიკო ფელინი



"ჩემი პარტია ღმერთთან ალბათ ფრედ დამთავრდებოდა” – ბობი ფიშერი

"სამი კარგად შეინახავს საიდუმლოს, თუ ორი მათგანი მკვდარია” – ბენჟამინ ფრანკლინი

"ამ სამყაროში ორი რამ არის გარდაუვალი – სიკვდილი და გადასახადები” – ბენჟამინ ფრანკლინი

"არავის მისცეთ თქვენი წიგნები, თორემ მათ ვერასდროს ნახავთ. ჩემ ბიბლიოთეკაში მარტო ის წიგნები დარჩა, რომლებიც სხვებს გამოვარტვი წასაკითხად” – ანატოლ ფრანსი

"ხანდახან სიგარა მხოლოდ სიგარაა” – ზიგმუნდ ფროიდი

"მე ფროიდი დამესიზმრა. რას უნდა ნიშნავდეს?” – სტანისლავ ლეცი


"საკუთარი ძაღლისთვის ყველა ჩვენთაგანი ნაპოლეონია. აი რატომ უყვართ ძაღლები” – ოლდოს ჰაქსლი

"არ ვიცი რატომ ლანძღავენ მთავრობას…ის ხომ არაფერს აკეთებს” – ბობ ჰოუპი

"თუ სანთლები დაბადების დღის ტორტში უფრო ძვირი დაგიჯდათ, ვიდრე თვითონ ტორტი, ესე იგი სიბერე ახლოსაა” – ბობ ჰოუპი

"დემოკრატია – მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმა, თუ არ ჩავთვლით ყველა დანარჩენს” – უინსტონ ჩერჩილი

"უკეთესია საშინელი დასარული, ვიდრე საშინელება დასასრულის გარეშე” – ფრიდრიხ შილერი

"არ ეცადოთ იცხოვროთ მუდამ, თქვენ არაფერი გამოგივათ” – ბერნარდ შოუ
"უთხარი მას რომ ცაზე 9543234546364523 ვარსკვლავია და ის დაგიჯერებს, მაგრამ უთხარი მას რომ ეს სკამი ამ წამს იქნა შეღებილი და ის აუცილებლად შეეხება მას თითით” – ბერნარდ შოუ

"მხოლოდ ორი რამ არის უსასრულო: სამყარო და სისულელე. თუმცა სამყაროს შესახებ დარწმუნებული არ ვარ” – ალბერტ აინშტაინი
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1502 | დაამატა: kanku | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0