მთავარი »
2012 » თებერვალი » 15 » დასაკეცი ელექტრო მანქანები
6:56 PM დასაკეცი ელექტრო მანქანები |
ინოვაციის შექმნა კომპანია Kowa Tmsuk-ს მიეწერება. მათი ახალი ქმნილების სახელის Kobot. მისი მტავარი დადებითი მახასიათებლები ისაა, რომ ელექტრო ძრავი გააჩნია და მფლობელის ტელეფონში ჩატვირთული პროგრამის ჩართვის შემდეგ იგი იწყებს დაკეცვას და საკმაოდ კომპაქტური ხდება. კომპანიამ პრეზენტაციაზე სამი სხვადასხვა მოდელი წარმოადგინა. ორ კარიანი მოდელი სახელად Kobot Pi და ორი ერთ ადგილიანი მანქანა სახელად Kobot Beta და Kobot Nu. ახალი ტრანსპორტი წარმოადგენს ჰიბრიდულ ნაზავს, რაშიც ერთიანდება მოტოციკლეტის პრინციპები და მანქანის ფორმები. დაკეცილ მდგომარეობაში მანქანები დაახლოებით 40 სანტიმეტრზე ცოტა ნაკლებს იკლებენ ზომაში. ანუ გამოდის, რომ დაკეცილ მდგომარეობაში ეს მანქანები პარკინგის ადგილზე ერთ კვადრატულ მეტრს იკავებენ მხოლოდ. პატარა ზომებთან ერთად სიჩქარეც პატარა აქვთ ახალ მოდელებს. სრულ დატენვაზე ისინი დაახლოებით 30 კილომეტრ საათს ავითარებენ. უსაფრთხოების მხრივ არ გამოიყენება დაცვის სისტემა რადიო გადამრთველით. გამომგონებლებმა დაცვის ფუნქციას ტელეფონის პროგრამაში ჩადეს. თუმცა ექსპერტების აზრით ეს უსაფრთხოების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. ამ ეტაპზე კომპანია ეძებს დაფინანსებას, რათა უკვე მომავალი წლის შემოდგომაზე დაიწყოს ამ მოდელების სერიული წარმოება.
|
კატეგორია: ეს საინტერესოა |
ნანახია: 647 |
დაამატა: kanku
| რეიტინგი: 0.0/0 |