მთავარი » 2012 » მარტი » 10 » გურულებზე
6:06 PM
გურულებზე



1992 წელია. ოზურგეთში ისევე როგორც მთელ საქართველოში, ცუდი დროა. ერთ-ერთ ოჯახში შევიდა ”მესოჩიკე” მრიცხველის შესამოწმებლად. -აი რაია, ძამა, შენმა ”სოჩიკმა” რეიზა არ დაწერა მთელი თვის მანძილზე აფერი? -აი ”სოჩიკი” ძამა ეგნატე ნინოშვილი კი არაა ლამპის შუქზე დეეწერა რამე


*************


კაცი იყიდის სიგარეტს მაღაზიაში გურულ გამყიდველთან. გაუკიდებს და გამყიდველი ეუბნება: - შვილო აქანა არ ეწევიან! - კი მაგრამ, თუ ყიდით მოწევა რატო არ შეიძლება? - მასთე ნენა ტვალეტის ქაღალდსაც კი ვყიდი და მიდი აბა ქენი.



*************


გურული გაუშვებს შვილს იტალიაში სასწავლებლად. რამდენიმე წლის შემდეგ შვილი დაბრუნდება. - აბა შვილო!! ისწავლე რამე? - კი მამი - აბა როგორ არი იტალიურად "სკამი” ? - "სკამენცო” - "სტოლი”? - "სტოლენცო”… - ეე, შვილო!!! მოკიდე ხელი "თოხენცოს” და ჩადი ისევ ყანენცოში.



*************


მიხო ჩავა გურიაში. იქ, სოფლის ბირჟაზე ამბობს: - მე ისეთი კაცი ვარ, რომ სვანეთში თავს სვანად ვგრძნობ, თბილისში თბილისელად… გურულს მისი გაღადავება მოუნდება და ეტყვის: - აბა ერთი მითხარი დებილებში როგორ გრძნობ თავს? - ჯერ არ ვიცი. პირველად ვარ გურიაში


*************


გურული ციხეში ზის და იქ ერთი კაცი გაიპარება, დაიჭირეს ხელი მოაჭრეს და ისევშემოაგდეს, მეორედ კიდევ გაიპარა, დაიჭირეს მეორე ხელი მოაჭრეს და შემოაგდეს, გურული მივიდა და ეკითხება: რაია შენ ძამა რა ნაწილ ნაწილ იპარები


*************


ექსკურსიას მიმართვს გიდი: _ ახლა კი, თუ გურულები ცოტა ხნით გაჩუმდებიან, თქვენ გაიგონებთ ნიაგარის ჩანჩქერის ხმას!


*************


გურული გაიტანა მატარებელმა, თვალები ვერ დაახუჭიეს, ცოლი ტირის: -ახლა რომ გაქ მაი თვალები დაყლეპილი, მატარებელი რომ მოდიოდა მაშინ სა იყაიიიიი?!


*************


ქართული სიმღერა: რატომ გამირბიხარ, რატომ მემალები, რატომ გამითეთრე კარგი თმა… გურიაში მღერიან: რეიზა გამირბიხარ, რეიზა მემალები, რეიზა გამითეთრე გოგო ბალანი…


*************


- მე შენზე ძლიერი ვარ,-აუხირდა მთვრალი გურულ თამადას. - რითი ხარ ძამა, ჩემზე ძლიერი? დაინტერესდა გურული. - რითი და მე ახალგაზრდა ვარ. - მერე რა, ბიძიკო, რაფერ დევიჯერო ახლა, ტკიცინა ლარიანი ჯობია დაჭმუჭნულ ასლარიანს?!


*************


გურული წავიდა ქორწილში ტაქსით, მაგრამ ტაქსი ძალიან ნელა მიდის, გამწარდა გურული, აგვიანდება, მიუბრუნდა ტაქსისტს და ეუბნება: ძამა, აწე უუჩქარე, თვარა გადევიდა აი ჯინსი მოდიდან და შევრცხვი კაცი.


*************


გურული მივა ექიმთან და ეუბნება: ექიმო პირველს რომ ვამთავრებ კარგად ვარ მეორეზეც, მესამეზეც მაგრამ მეოთხეზე ცოტა მუხლები მეკვეთება, მეხუთეზე მთლიანად მაკანკალებს, მეექვსეზე კი საერთოდ არაფრის თავი აღარ მაქვს და რა ვქნა? ექიმი პასუხობს: მერე ძამა მეოთხეზე გაჩერდი გურული: მეოთხეზე რაფერ გავჩერდე მერვეზe ვცხოვრობ


*************


გურულს ტყეში ყაჩაღი დახვდა: – ფული, ჩქარა! – მზესუმზირა მაქვს აგერ, ბატონო და ინებეთ. – მზესუმზირა რა ჯანდაბად მინდა?! – თავს შეიქცევთ, სანამ ვინმე ფულიანი გემეიარს.

კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 1089 | დაამატა: kanku | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0