მთავარი » 2012 » აპრილი » 3 » საღეჭი რეზინი გამოცდის ჩაბარებაში დაგეხმარებათ
1:34 PM
საღეჭი რეზინი გამოცდის ჩაბარებაში დაგეხმარებათ

მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ თუ ადამიანი გამოცდის ჩაბარებამდე 5 წუთით ადრე საღეჭ რეზინას დაღეჭავს, ის უკეთ გაართმევს თავს დავალებას. ამ დასკვნამდე ნიუ-იორკის Lawrence-ის უნივერსიტეტის პროფესორები მივიდნენ.


ტესტირებისთვის მეცნიერებმა 80-მდე სტუდენტი შეარჩიეს, დაურიგეს მათ საღეჭი რეზინი და 5 წუთის შემდეგ გამოცდაზე შეუშვეს. აღმოჩნდა, რომ მათი გონება, სხვა სტუდენტებთან შედარებით უფრო სწრაფად მუშაობდა.


თუმცა აუცილებელია საღეჭი რეზინის გადაგდება გამოცდაზე შესვლამდე, რადგან წერის დროს ის გონებას ფანტავს.


მკვლევარების აზრით, ასეთ ეფექტს ღეჭვის შედეგად გაღიზიანებული თავის ტვინი იძლევა. ეფექტი არც ისე დიდხანს, დაახლოებით 15-20 წუთს გრძელდება. შემდეგ ტვინი მუშაობის ძველ რეჟიმს უბრუნდება.

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 872 | დაამატა: kanku | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0