რად გინდათ კაბინეტში აკვარიუმი. – ჰკითხეს წარმატებულ ბიზნესმენს.
- მომენატრა არსება, რომელიც პირს იმიტომ არ აღებს, რომ ფული მთხოვოს.
ორმა მთვრალმა კაცმა ტაქსის მძღოლის გაშაყირება მოინდომა და მძღოლს კითხეს:
- ძმაო, ნაგავს არ წაიღებ?
- კი, ბატონო, დასხედით!
ჯეიმს ბონდი ქალთან:
– ჯეიმს, ეგ რა საათი გიკეთიათ?
– ეს საათი აჩვენებს, თუ რა ხდება ეხლა, ამ მომენტში.
– და რას აჩვენებს ეხლა ეგ საათი, რა ხდებაო?
– რას და მხურვალე სექსით ვართ ჩვენ დაკავებული.
– კი მაგრამ, ეს ხომ ტყუილია?
– არა, უბრალოდ ჩემი საათი ცოტა წინაა
ღელვის დროს, მგზავრი მივა კაპიტანთან და ეკითხება:
– რა მანძილზეა უახლოესი მიწა?
– ორ მილში.
მგზავრს გაუხარდება და კიდევ ეკითხება:
– მარჯვნივ თუ მარცხნივ?
– ქვემოდ, … მიოუგო კაპიტანმა.
თანამშრომელი სასიძოს ეკითხება:
– შენი საცოლეს სურათები გაქვს შიშველ მდგომარეობაში?
– რა თქმა უნდა, არა!
– გინდა გადმოგიგზავნო?
- სასწრაფოდ მოდით, ადამიანს კატოკმა გადაუარა!
სასწრაფო:
- მითხარით მისამართი. კაცი: – ჭავჭავაძის 34… 36… 38… 40… 42……
ლორდი მოსამსახურეს:
- ჯეიმს! ცხელი აბაზანა მესაჭიროება!
- უკვე ამოვდივარ, სერ!
ფოტოგრაფი-კლიენტს:
- თქვენ როგორი სურათი გნებავთ, დიდი თუ პატარა?
- პატარა.
- მაშინ ასე ფართოდ ნუ იღიმებით.
სამი სტუდენტი აბარებს გამოცდას.
ერთი დიდი ბლატით, მეორე პატარათი, მესამე კი – საერთოდ უბლატოდ.
ეკითხებიან პირველს:
- რომელ ქვეყანაში ჩამოაგდეს ატომური ბომბი?
- იაპონიაში.
- ხუთიანი!
ეკითხებიან მეორეს:
- რომელ ქვეყანაში ჩამოაგდეს ატომური ბომბი? – იაპონიაში.
- რომელ წელს?
- 1945 წელს.
- ხუთიანი!
მესამეს იგივეს ეკითხებიან და უმატებენ:
- რომელ ქალაქში?
- ხიროსიმაში.
- რამდენი დაიღუპა?
- ორასოთხმოცდათხუთმეტი ათასი.
- … გვარები ჩამოგვითვალეთ!..
რას ნიშნავს ორმხრივი სიამოვნება?
– როცა სადისტი მაზოხისტს აწამებს……
მიხოს კოჭლი შვილი ყავდა,ომში უნდა წავიდეო ამოიჩემა …
სად უნდა წახვიდე გინდა აქ მე მანერვეულო და იქ სნაიპერი აწვალო?
- არ გრცხვენიათ, ქუჩაში რომ მათხოვრობთ?
- აბა, რას მირჩევთ, ოფისი გავხსნა?
|