მთავარი » 2012 მარტი 19 » შარლ ოგიუსტენ კულონი
2:04 PM შარლ ოგიუსტენ კულონი | |
შარლ ოგიუსტენ კულონი 1736-1806 წლები,ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი ფიზიკოსი.სწავლობდა ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში,მისი დამთავრების შემდეგ გამოცდები ჩააბარა 1760 წელს სამხედრო-ინჟირნულ სკოლაში მეზერში.რომელიც ასევე საუკეთესო სასწავლო დაწესებულება იყო მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში.სადაც სწავლის დასრულების შემდეგ მიიღო ლეიტენანტის წოდება და გაგზავნილ იქნა ბრესტში სამხედრო სამსახურის ვალის მოსახდელად.ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო მოღვაწეობაში.კულონმა შეისწავლა დამუხტული სხეულების ურთიერთქმედება რაოდენობრივად. მან გამოიყენა გრეხითი სასწორი. გრეხითი სასწორი შედგებოდა დრეკადი მავთულისაგან, რომელზეც დამაგრებული იყო მინის ღერო. ღეროს ერთ ბოლოზე დაამაგრა ანწლის ბურთულა, მეორეზე - საპირწონე. კიდევ ერთი ანწლის ბურთულა უძრავად მოათავსა სასწორის სახურავზე. როცა ორ ბურთულას მიანიჭა ერთსახელიანი მუხტები, მათ ერთმანეთი განიზიდეს. მავთული შემობრუნდა გარკვეული კუთხით. ამ კუთხის მიხედვით განსაზღვრა ბურთულებს შორის ურთიერთქმედების ძალა. ცდების შედეგად დაადგინა კანონი, რომელსაც კულონის კანონი უწოდეს და რომელიც საოცრად ჰგავს მსოფლიო მიზიდულობის კანონს. დამუხტული სხეულების დამუხტვის ხარისხის დასახასიათებლად შემოიღეს ახალი ფიზიკური სიდიდე ელექტრული მუხტი და აღნიშნეს q ასოთი. შემდგომში მუხტის საზომ ერთეულს კულონი უწოდეს. კულონის კანონი ასე გამოითქმის- ვაკუუმში ორ წერტილოვან მუხტს შორის მოქმედი ძალა პირდაპირპროპორციულია მუხტების მოდულთა ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატისა F=K *q1 . q2 / r2 სადაც q1 და q2 ელექტრული მუხტია, ხოლო k პროპორციულობის კოეფიციენტი. ამ კანონს უწოდეს ელექტროსტატიკის ძირითადი კანონი. ელექტროსტატიკა ელექტროდინამიკის ნაწილია, რომელიც შეისწავლის უძრავი მუხტების ურთიერთქმედებას. ხახუნით დაელექტროების დროს მკვლევარებს დიდხანს არ შეუმჩნევიათ, რომ ელექტროვდებოდა ორივე სხეული, ამასთან საწინააღმდეგო მუხტით. როგორც კი ეს მოვლენა შეამჩნიეს, ცხადი გახდა, რომ დაელექტროება ეს მუხტის წარმოქმნა კი არა, მათი გაყოფა იყო. სიდიდით ტოლი და საწინააღმდეგო მუხტით დამუხტული სხეულები ერთმანეთთან შეხებისას კარგავენ მიზიდვის უნარს. ამ დროს მუხტი კი არ ქრება, არამედ ნეიტრალდება, ე.ი. თითოეულ სხეულზე დადებითი და უარყოფითი მუხტების რაოდენობა ტოლი ხდება. პირველმა ცდებმა აჩვენეს, რომ ზოგიერთ სხეულებს კარგად გადააქვთ ელექტრული მუხტი, ზოგიერთს კი სრულებით არა. ამიტომ ნივთიერებები გაყვეს გამტარებად და არაგამტარებად ანუ იზოლატორებად. შემდგომში ელექტრული მუხტის მიმართულ გადაადგილებას გამტარში ელექტრული დენი უწოდეს.შარლ ოგიუსტენ კულონი არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.შარლ ოგიუსტინ კულონი გარდაიცვალა 1806 წლის 23 აგვისტოს პარიზში.მისი სახელი შეტანილია უდიდეს ფრანგ მეცნიერთა სიაში.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |
სექციის კატეგორიები
შაირები [1] |
ლექსები [3] |
რელიგია [2] |
სურათები [1] |
გასართობი [4] |
სტატუსები [4] |
ანეგდოტები [27] |
გამოგონებები [0] |
ეს საინტერესოა [14] |
იცი თუ არა რომ? [9] |
საინტერესო ამბები [5] |
ინტონაციური პოეზია [6] |
ჩანაწერების არქივი
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0