მთავარი » 2012 » თებერვალი » 15 » Windows 8 – მართე თვალებით
6:25 PM
Windows 8 – მართე თვალებით

ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ Windows 8-ს ექნება რევოლუციური ფუნქცია. მომხმარებელი მის მართვას უბრალოდ ეკრანზე შეხედვით შეძლებს. კომპანია Microsoft-ის განცხადებით ეს ფუნქცია სტანდარტულ ოპერაციულ სისტემას არ ექნება. რამდენიმე დღის წინ კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო Tobii Technology-სთან. ეს უკანასკნელი ცნობილია ნოვატორული გამოგონებებით ტექნოლოგიურ სფეროში. კომპანიამ უკვე მოახდინა კონფერენციაზე მისი ახალი გამოგონების ჩვენება. მისი მუშაობის მექანიზმიც ცნობილი გახდა. სპეციალურად შექმნილი სენსორები წამის მეასედებში აკვირდება თქვენი თვალის მოძრაობას და ითვლის ზუსტ ნიშნულს, თუ რომელ წერტილში უყურებთ თქვენ ეკრანს. შესაბამისად მოქმედება ამის მიხედვით ხდება. სამწუხაროდ მხოლოდ თვალი არ არის საკმარისი, რომ კომპიუტერი სრულფასოვნად გამოიყენოთ. ამისათვის სტანდარტული მაუსი და კლავიატურაც დაგჭირდებათ. კომპანიამ ასეთი სისტემა პირველად ახალი საუკუნის კლინიკებში დანერგა, სადაც მოცემული ტექნოლოგიები ეხმარებოდა დაშავებულებს, რომლებიც ვერ ახერხებდნენ კიდურების გამოძრავებას.

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 603 | დაამატა: kanku | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0